სექციის კატეგორიები
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგეწონათ საიტი?
სულ პასუხი: 1255
სტატისტიკა
საიტის მეგობრები

File Catalog

მთავარი » ფაილები » გაკვეთილები

კლავიატურის კომბინაციები
2008-12-19, 5:15 PM

ეს არის კლავიშების კომბინაციები//მაგალიტად: ALT+F4 //დაგეხმარებათ რაიმე პრობლემის გადაჭრაში//თან საჭიროა კომპიუტერის ცოდნაში



კლავიატურის კომბინაციები 

Alt + Enter — იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტi შეიძlება იყოს, დისკი ფაილი, პაპკა). 
Alt + F4 — ხურავს აქტიურ ფანჯარას. თუ აქტიური ფანჯრები არ არის მაშინ იძახებს Windows-ის დახურვის მენიუს ფანჯარას. 
Alt + Space — ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა 
Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] — იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს. 
Alt + Tab — აქტიურ პროგრამებს შორის გადართვა. 
Backspace — ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ). 
Ctrl — დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთიადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება. 
Ctrl + A — ყველაფრის მონიშვნა. 
Ctrl + C — მონიშნული ობიექტის ან ტექსტის კოპირება. 
Ctrl + V — დამახსოვრებულის ჩასმა. 
Ctrl + X — მონიშნულის ამოჭრა და მეხსიერებაში დამახსოვრება. 
Ctrl + Z — ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება. 
Delete — მონიშნული ობიექტის ან ტექსტის წაშლა. 
Ctrl + Esc, ან Win — მენიუ Start-ის გამოძახება. 
Ctrl + Esc, ან Esc — თუ უკვე გამოძახებული გაქვთ მენიუ Start და დააჭერთ ამ კომბინაციას, მაშინ მენიუ დაიხურება, მაგრამ ღილაკი Start დარჩება აქტიური. 
Ctrl + Shift — დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut). 
F1, Win + F1 — შველის/დახმარების გამოძახება. 
F10 — აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს. 
F2 — მონიშნული ობიექტის სახელის გადარქმევა. 
F3 — ძიება. 
F4 — Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა/ჩამოშლა. 
F5 — განახლება. 
F6 — გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა. 
Shift — დააჭირეთ: 

— ფაილის გადატანისას, რომ ეს ფაილი გადაადგილდეს და არ იყოს კოპირებული; 

—Windows-ის ჩატვირთვისას, რათ არ ჩაიტვირთოს (Startup) ავტო ჩატვირთვის ობიექტები/პროგრამები; 

— როდესაც CD-ROM-ში დებთ დისკს, არ მოხდება დისკის ავტომატური გაშვება (AutoRun). 

Shift + Delete — ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე. 
Shift + F10 — იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი. 
Win + Break — სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties). 
Win + D — ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას. 
Win + E — გზამკვლევის (Explorer) გამოძახება. 
Win + F — პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება. 
Win + R — ფანჯარა Run-ის გამოძახება. 
Win + Shift + M — ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება/გადაფიქრება. 
Win + Tab — გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა. 
Win + M — ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.

only www.onpage.tk>www.page.3dn.ru
კატეგორია: გაკვეთილები | დაამატა: norton
ნანახია: 2199 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
1 dato  
0
magaria

სახელი *:
Email *:
კოდი *: