სვანები 99-ე სართულზე ფეხბურთს თამაშობენ და ბურთი გადაუვარდებათ. ყველანი კიბით ჩავლენ ამოსატანად. სახურავზე მარტო ერთი სვანი დარჩება, რომელიც პირდაპირ გადახტება და ასფალტს დაენარცხება. კიბით ჩასულები მისცვივდებიან მიცვალებულს და ურტყამენ , რაც ძალა და ღონე აქვთ: მოკლე გზა თუ იცოდი, ჩვენ რატომ არ გვასწავლეო?!
_როგორ მოვიქცე პარაშუტი თუ არ გაიხსნა?_კითხულობს სვანი. _ხელები მაგრად იქნიე ფრთებივით,_პასუხობს ინსტრუქტორი. რამდენიმე წუთის შემდეგ ილუმინატორზე კაკუნია. _მერე რა ვქნა?
სვანს სამსახურში იღებენ. სვანი ეკითხება: _აქ სვანები მუშაობენ? _არა,_უპასუხეს. გავიდა დრო,სვანს ამოწმებენ. შევიდნენ ოთახში და სვანს ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ჰკითხეს: _რატომ არ მუშაობ? _თქვენ არ მითხარით,აქ სვანები არ მუშაობენო?_უპასუხა სვანმა.
|